
გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლე - მასწავლებლები საქველმოქმედო აქციებში ხშირად მონაწილეობენ.
ამჯერად სკოლის III-გ კლასის მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგმა ნინო გიგაურმა საკუთარი ხელით სააღდგომო დეკორაციები შექმნეს და გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს, შემოსული თანხა კი გორელი მოსწავლის 11 წლის თათია მაყიშვილის ანგარიშზე გადარიცხეს, რომელსაც თურქეთში გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება.
იხილეთ ფოტოები