წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში აღდგომის ბრიწყინვალე დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ
01-05-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში აღდგომის ბრიწყინვალე დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად ფუსფუსი და მშობელთა აქტიური ჩართულობა შეინიშნებოდა, შესაბამისად უამრავი აქტივობაც განხორციელდა.

სკოლის შესასვლელში სტენდი განთავსდა, სადაც მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა. 

13 სადამრიგებლო კლასში (დაწყებითების I-VI კლასებიდან) ხელოვნების გაკვეთილებზე, მშობელთა ჩართულობით, მოსწავლეებმა მეტად კრეატიული სააღდგომო აქსესუარები დაამზადეს.

დაწყებითი კათედრის გამგის ნანი თუთისანისა და მუსიკის მასწავლებლის მაკა ჟორჟოლიანის ორგანიზებით მეტად შთამბეჭდავი ღონისძიება -  „ქრისტე აღსდგა! -ჭეშმარიტად!“ გაიმართა

ასევე ჩატარდა ორი სამოდელო გაკვეთილი III-ა კლასში - მასწავლებელის ელისო მეტერველის ხელმძღვანელობით და II-ბ კლასში, რომელსაც პედაგოგი ლალი სამნიაშვილი ხელმძღვანელობდა.

მთელი სკოლა აქტიურად ჩაერთო წყალტუბოს ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით განხორციელებულ საქველმოქმედო აქციაში - „ბედნიერების კვალდაკვალ“.

დასასრულს სკოლის დირექციამ წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელს წიგნის ჩუქების დღესთან დაკვშირებით სკოლის სახელით საჩუქრად მარტვილის დედათა მონასტრის დედაოების ხელთნაკეთი დავითის ფსალმუნები და ლოცვანი გადასცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203