რუსთავის N17 საჯარო სკოლის IIა კლასის მოსწავლეებმა ზღაპრების პერსონაჟების როლი მოირგეს
01-05-2019

რუსთავის N17 საჯარო სკოლის IIა კლასის მოსწავლეებმა, შიდა სასკოლო აქტივობის, „კლასის ერთი დღის“ ფარგლებში ზღაპრები წაიკითხეს. 

მათ თითოეული პერსონაჟის პიროვნული თვისებები და ქმედებები გააანალიზეს, შემდეგ კი მათი როლი მოირგეს და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ესტუმრნენ. 

„მასპინძლებს ჯერ უნდა გამოეცნოთ რომელი ქვეყნის, რომელი ზღაპრის, რომელი გმირები იყვნენ და მერე თავად პერსონაჟები უყვებოდნენ რატომ მოსწონდათ თავიანთი გმირი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203