
საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, ხატვის ღია კონკურსი II-VII კლასელთათვის ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.
შემოქმედებითი კონკურსი „საქართველოს ეროვნული ბანკი „100“ საქართველოს ეროვნული ბანკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.
კომპეტენტურმა ჟიურიმ საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულები გამოავლინა, მათ შორისაა ახალციხის N5 საჯარო სკოლის IIა კლასის მოსწავლე ლაშა აზირაშვილი.
გამარჯვებულებმა ეროვნული ბანკისგან სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.
იხილეთ ფოტოები