ორჯის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის 104 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები და გამოფენა გაიმართა
30-04-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ორჯის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის 104 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები და გამოფენა გაიმართა. 

„24 აპრილს, სომეხი მოსახლეობა, როგორც სომხეთში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, გენიციდის მსხვერპლთა პატივსაცემად, მემორიალთან გამოდიან და მსვლელობას აწყობენ. ჩვენს სკოლაშიც ჩატარდა, გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და გამოფენა.

1915 წლის 24 აპრილს დაიწყო კონსტანტინეპოლში სომეხი ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება, რამაც გამოიწვია სომხური კულტურის მნიშვნელოვან შემოქმედთა მთელი პლეადის განადგურება. 1,5 მილიონზე მეტი სომეხი დაიღუპა. დანარჩენი ნაწილი გაიქცა ან გადაასახლეს მესოპოტამიაში, ლიბანსა და სირიაში უდაბნოს გავლით, სადაც ბევრი მათგანი შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპა. ერთ მილიონზე მეტი სომეხი როგორც ლტოლვილი მთელს მსოფლიოში გაიფანტა. სომხების გენოციდი მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203