
23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი გორის N12 საჯარო სკოლაში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა.
წიგნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა საქალაქო ღონისძიება საბავშვო ბიბლიოთეკაში, სადაც მიწვეულნი იყვნენ გორელი პოეტები: ჯემალ ინჯია, ვახტანგ ჭანკოტაძე, თამარ ლომსაძე, სოფიკო მექვაბიშვილი და მერი მარწყვიშვილი. შეხვედრა მყუდრო და თბილ გარემოში წარიმართა. IVა კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს მოწვეული სტუმრების ლექსები, დაუსვეს შეკითხვები და ერთმანეთს აჩუქეს წიგნები. აქტივობას პედაგოგი მარიამ უნაფქოშვილი ხელმძღვანელობდა.
ასევე, სკოლის სამოქალაქო კლუბი „ერთობა“ შეუერთდა წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღეს, სახელწოდებით „აჩუქე წიგნი და შესაძლებლობა“. მოსწავლეებს და სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა, როგორც შემეცნებით, ასევე თანამედროვე ლიტერატურა. კლუბს ლელა წურწუმია ხელმძღვანელობს.
იხილეთ ფოტოები