
ახალციხის მუნიციპალიტეტის წყრუთის საჯარო სკოლის II კლასში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება „დედა ენის გაზაფხული“ გაიმართა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის ლექსები და გააცოცხლეს მისი მოთხრობების გმირები.
ღონისძიებას ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგი გაიანე ჩახოიანი და არაქართულენოვანი სკოლების პროგრამაში ჩართული დამხმარე პედაგოგი ნატო კაჭკაჭიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები