ხანდოს საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის 104 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
30-04-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხანდოს საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის 104 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებას ისტორიის მასწავლებელი ხელმძღვანელობდა. 

„24 აპრილს სომეხთა გენოციდის 104 წლისთავი აღვნიშნეთ. ეს არის დღე, რომელსაც  ყოველ წელს განსაკუთრებული  ტკივილით იხსენებს თითოეული ეთნიკურად სომეხი ადამიანი. ამ დღეს გავიხსენეთ ისტორია, ვიხილეთ 1915 წელს დატრიალებული მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ამსხველი ფოტოები. მოსწავლეებმა სევდიანი ხმით წარმოთქვეს ლექსები და იმღერეს  სიმღერები. ღონისძიება ჩატარდა ისტორიის მასწავლებლის  ხელმძღვანელობით. ესწრებოდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები და თემის წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას სკოლის დირექტორი მიესალმა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203