
მარტვილის მუნიციპალიტეტის, ლედგებეს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა ნონა ახალაიამ დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „ჩვენ ვზრუნავთ დედამიწის გადარჩენაზე“ ჩაატარეს.
ღონისძიება სახალისო და საინტერესო აქტივობებს მოიცავდა, მათ შორის მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ეკოლოგიურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები