ოდიშის №1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
30-04-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალექსანდრე საჯაიას სახელობის ოდიშის №1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გამოაცხადა.

კვირეული 10 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: კალიგრაფთა ნამუშევრების გამოფენა (I-XI კლ.), საკონფერენციო თემების დამუშავება და პრეზენტაცია (I-XIIკლ.) და კედლის გაზეთის გაფორმება. (I-XIIკლ.)

კვირეულის დახურვის დღეს ჩატარდა ღონისძიება - „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“, რომელშიც სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

წარმოდგენილი იყო დადა ენისადმი მიძღვნილი ლექსები, გამონათქვამები, სიმღერები, ცეკვები, რითაც დასრულდა კვირეული.

აღნიშნულ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარე ეკატერინე ჭურღულია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203