ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, გუდაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
პედაგოგების და მოსწავლეების ერთობლივი მუშაობის შემდეგ 24 აპრილს ინტელექტუალური შეჯიბრი - „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
გუნდები დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეჯიბრმა ხალისიან და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.
„ასეთი სახის შეჯიბრებები მოსწავლეებში ამაღლებს მოტივაციას, ხელს უწყობს ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას და ეხმარება მოსწავლეებს ინტელექტუალური აზროვნების განვითარებაში“,- აღნიშნავს ღონისძიების ხელმძღვანელი, ისტორიის პედაგოგი ნაირა აფციაური.
იხილეთ ფოტოები