
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პირველი სვირის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ-შემეცნებითმა წრემ „რა?სად?როდის?“ ფინალური თამაშით სეზონი დაასრულა.
„მუშაობა იყო ძალიან ნაყოფიერი, აქტივობები მრავალფეროვანი, გუნდებმა შეძლეს შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების თვითრეალიზაცია. შედეგები იყო მაქსიმალური და დირექციამ მოსწავლეებს გადასცა სიგელები. მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს მაღალი პასუხისმგებლობისა და თანამშრომლობისათვის, მადლობა მათ მშობლებს, რომლებიც გაგებით ეკიდებოდნენ ამ პროექტს. მადლობა მხარდაჭერისათვის სკოლის დირექციას, თანამშრომლობისათვის პედაგოგებს, ბიბლიოთეკის გამგეს ნანა ნებიერიძეს, პროექტის ფინანსურ და ტექნიკურ მენეჯერს შორენა გორგოძეს. ასევე, დიდი მადლობა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობას და განათლების სამინისტროს ასეთი საინტერესო პროექტებისათვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები