დამიის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
30-04-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა საქართველოს სახელმწიფო ენის დღე აღნიშნეს.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელის ელენე მამულიანის ხელმძღვანელობით საზეიმო ღონისძიება გამართეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და ქართულ ენაზე იმღერეს.

დედა ენის დღის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ასევე კალიგრაფიის კონკურსი - ,,საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ...’’, რომელშიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოწაფეები მონაწილეობდნენ.

კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდა. გამოვლინდა ,,საუკეთესო კალიგრაფი“ (ჟიურის მიერ) და ,,ჩემი ინტერნეტრჩეული’’(ინტერნეტგამოკითხვის შედეგად).

კონკურსანტები სამახსოვრო სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.

აქტივობებს ქართული ,როგორც მეორე ენის მასწავლებელი მზია გუნია კურირებდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203