
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალი საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში „საუბრები მომავალზე“ აქტიურად ჩაერთნენ.
პროგრამის მიზანია საინტერესო თემების გაცნობა IV-V კლასის მოსწავლეებისათვის. ამ პროგრამის მეშვეობით მათი სწავლების პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიებით გამდიდრდება.
„მოსწავლეებს საშუალება აქვთ ონლაინ რეჟიმში ჩაერთონ და დასვან საინტერესო კითხვები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები