
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, თელეთის საჯარო სკოლაში, ბიოლოგიის მასწავლებელ ლალი მაისურაძის ორგანიზებით, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა მოეწყო.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა - მ.ვარდიაშვილმა, მ.მახნიაშვილმა, მ.ასლამაზიშვილმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და მოსწავლეებს დაურიგეს.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ( ლ.კიკოლაშვილი, მ.ბუდაღაშვილი, ნ.კანდელაკი) მხარდაჭერით, თემაზე - „დედამიწას საუბარი რომ შეეძლოს, ის იტყოდა...“ ესეების კონკურსი ჩატარდა. კონკურსის მონაწილე მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია გამართეს.
ინგლისური ენის მასწავლებელ შ. ფირცხალავას დახმარებით მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ქართულიდან ინგლისურ ენაზე დედამიწის დღისადმი მიძღვნილი სლოგანები თარგმნეს და ორენოვანი გაზეთი გამოუშვეს.
აღნიშნულ თემაზე V-VI კლასის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო.
X კლასის მოსწავლე ბადრი სულხანიშვილმა, უმცროსკლასელთათვის მინილექცია ჩაატარა. ლექცია მოიცავდა ვიდეოფილმის ჩვენებას -„ჩვენი პლანეტა დედამიწა“.
„აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მოსწავლეთა ინფორმირებულობას „დედამიწის დღის“ დაარსებასთან დაკავშირებით„,-ანიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები