
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მურჯახეთის საჯარო სკოლაში „ანბანის გაცილების ზეიმი“ გაიმართა.
მოსწავლეებმა მაყურებელს ლამაზი, შემეცნებითი და სანახაობრივი ღონისძიება წარუდგინეს.
ღონისძიების ბოლოს სკოლის პედაგოგებმა აღსაზრდელებს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები