იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა
30-04-2019

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით საბუნებისმეტყველო კათედრამ რიგი ღონისძიებები გამართა.  

გაეცანით მათ: 

1. გამოფენა - მოეწყო ბავშვების მიერ დამზადებული პოსტერების გამოფენა, სახელწოდებით „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“. 

2. კედელზე ხატვა - „გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა“. 

3. ჩატარდა კონფერენცია გეოგრაფიაში (მე-7 კლასი. დამრიგებელი ნანა მესხორაძე  გეოგრაფიის პედაგოგი: ეთერ სიხარულძე ) გარემოსდაცვით თემატიკაზე.

4. სააქტო დარბაზში ჩატარდა ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ვიდეოფილმების პრეზენტაცია.

5. მოეწყო დასუფთავების აქცია სკოლის ეზოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8-11 კლასის მოსწავლეებმა.

6. მოეწყო გარემოსდაცვითი აქცია პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“ მონაწილეებთან ერთად.

7. მოსწავლეებმა აწარმოეს გარემოსდაცვითი კამპანია ქუთაისის ქუჩებში.

8. პრომეთეს მღვიმის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო თემატური გამოფენა დედამიწის დღესთან დაკავშირებით. ასევე, მოსწავლეებმა დაათვალიერეს პრომეთეს მღვიმე. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203