წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღნიშნეს
30-04-2019

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დედამიწის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღნიშნეს.

კლასის დამრიგებლებმა მოსწავლეებს გააცნეს დედამიწის დღის აღნიშვნის ისტორია.

,,ბუნების გაფრთხილება ყველას უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს“ ,,ბუნება გვასაზრდოებს“, ,,მოუფრთხილდეთ დედანიწას“ ,,რაციონალურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები“-ეს სიტყვები ლაიტმოტივად გასდევდა I- XII კლასის მოსწავლეთა აქტივობებს, რომლებიც სხვა და სხვა მიმართულებით იყვნენ ჩართულნი დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა.  საქართველო დედამიწის დღეს 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით უერთდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203