ჩაოს საჯარო სკოლაში ახალგაზრდული ლიტერატურული შოუს ანალოგი მოაწყვეს
30-04-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის,  ჩაოს საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალგაზრდული ლიტერატურული შოუს „წიგნების თაროს“ ანალოგი მოეწყო.

თამაში მანიაკეთის, ბოძაურის, ზემო ვაშლოვანის, ძირკვაძეების, განახლების და ჩაოს საჯარო სკოლებს შორის გაიმართა. 

პროექტში მასპინძელმა სკოლამ გაიმარჯვა. მასში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს სერტიფიქატები, მონაწილე სკოლებს წიგნები, გამარჯვებულებს კი, გარდამავალ თასთან ერთად წიგნები გადაეცათ.

ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო მოაზროვნე აჩიკო აბულაძე, რომელსაც როგორც საუკეთესო მოაზროვნეს ასევე თასი გადაეცა.

„აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი არაა ერთჯერადი და ფარული კენჭისყრით გამოვლინდა, ,,წიგნების თარო 2020"-ის მასპინძელი სკოლა ბოძაურის საჯარო სკოლა იქნება. მობრძანებულმა სტუმრებმა და მონაწილე სკოლებმა მასპინძელ სკოლას საჩუქრები გადასცეს. ჩაოს საჯარო სკოლის სახელით მადლობას ვუხდით ხულოს რესურსცენტრს და ამავე სოფლის შვილს სასტუმრო ,,ჩაოს" მეპატრონეს ბატონ თამაზ (თომა) მახარაძეს მხარდაჭერისთვის ასევე პროექტში მონაწილე თითოეულ სკოლას“,-აღნიშნავს ჩაოს საჯარო სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203