
თბილისის N103 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასკოლო კურსში აცეტატური აბრეშუმის გაცნობის შემდეგ მათ ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს ბუნებრივი აბრეშუმის წარმოებისა და ტექნოლოგიების შესახებ.
„სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოსწავლებმა გააცნობიერეს ამ მართლაც მნიშვნელოვანი დარგის კვლავ აღორძინების აუცილებლობა, რაც თავიანთ შთაბეჭდილებებშიც გამოხატეს.
მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს მუზეუმში არსებული ნიჟარების არაჩვეულებრივი კოლექცია. შეიტყვეს მოლუსკის შესახებ, რომელიც აბრეშუმის ტიპის ძვირფას ძაფს ამზადებს. ბოლოს კი გაეცნენ იაპონურ კიმონოს ხელოვნებას, ჩაუტარდათ მასტერკლასი და ორიგამის ტექნიკით თავადაც დაამზადეს კიმონოები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები