ხევსურთსოფლის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
30-04-2019

თიანეთის მუნიციპალიტეტის ხევსურთსოფლის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი  ღონისძიებები ჩატარდა.

სკოლის დერეფნებში გამოიფინა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ნახატები, დამზადდა კედლის გაზეთი.

  • I - VI კლასების მონაწილეობით მოეწყო ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო - „ო,ენავ ჩემო...“
  • II კლასში კალიგრაფიასა და კითხვაში კონკურსი გაიმართა
  • III-VI და VII-XII კლასებს შორის  კონკურსი  კალიგრაფიაში ჩატარდა
  • III კლასელები ეწვივნენ საყდრიონის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და ჩაატარეს დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
  • VIII-XII კლასებში გაიმართა ვიქტორინა
  • IX-X კლასებს შორის ჩატარდა ვიქტორინა - კონკურსი - „რა ვიცი მშობლიური ენის შესახებ“. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი
  • I-IV კლასებში ჩატარდა მკითხველის დღე- ,,ჩემი საყვარელი წიგნი“

დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203