
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი ავაგ ჯუნისის ძე ონიანი გარდაიცვალა.
„განათლებული, საუკეთესო ადამიანი და ვაჟკაცი. უგანათლებულესი ოჯახის შვილი, სამაგალითო ოჯახის პატრონი და სიკეთის განსახიერება.“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ჟახუნდერის საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს ამ მძიმე ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
სკოლის სამძიმართ უერთდება „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი.