
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პატარძეულის საჯარო სკოლაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით პედაგოგმა გულიკო მთვარაძემ მათემატიკაში ინოვაციური გაკვეთილი ჩაატარა.
მე-11 კლასში თანამედროვე ტექნოლოგიებით და ციფრული პროგრამების გამოყენებით საინტერესო აქტივობები განხორციელდა.
მოსწავლეებმა პროგრამების „ედმოდოსა“ და „ჯეოჯებრას“ საშუალებით მოახდინეს ცოდნის გააქტიურება და მისი ტრანსფერი.
პატარძეულის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პედაგოგს და მოსწავლეებს ასეთი აქტიურობისათვის.
იხილეთ ფოტოები