
მცხეთის მუნიციპალიტეტის ნიჩბისის საჯარო სკოლის მოსწავლეების გუნდი გუნდი - „დიდგორი 2019“ ოლიმპიადაში „მეცნიერების თასი – 2019“ მონაწილეობდნენ.
ოლიმპიადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით გაიმართა.
ნიჩბისის მოსწავლეებმა წარმატებით გადალახეს ოლიმპიადის შესარჩევი ტური, მეოთხედფინალი და გადავიდნენ ნახევარფინალურ ტურში.
გუნდის ხელმძღვანელი, მათემატიკის მასწავლებელი ინგა სუქიაშვილი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები