კარალეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ინტეგრირებულ გაკვეთილებში იყვნენ ჩართული
30-04-2019

გორის მუნიციპალიტეტის, კარალეთის N1 საჯარო სკოლის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი მანანა მჭედლიშვილი, ინგლისური ენის მასწავლებელი - ლანა თედლიაშვილი და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - მაია მიხანაშვილი ინტეგრირებულ გაკვეთილებში იყვნენ ჩართული.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სწავლებას უძღვებოდნენ 4 ინგლისური ენის - მათ შორის ერთი მოწვეული ამერიკელი მასწავლებელი - თომა მილეტი, რომლის საფუძველზეც სკოლაში ღია გაკვეთილებს ატარებდნენ. (ინტეგრირებულად - ინგლისურ ენაზე, საჩუქრად გადაეცათ მასწავლებლებს „პლანშეტები“, რითაც მიმდინარეობდა მოსამზადებელი ეტაპები).

„თავდაპირველად შესწავლის ტრენინგებიც (ინგლისურ ენაზე) გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა. შემდეგ ჩატარდა 6 ღია გაკვეთილი სკოლაში, ივნისის თვეში კი მიწვეულნი არიან თბილისში შემაჯამებელ კონფერენციაზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203