
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დღნორისის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ“ ჩატარდა.
ღონისძიებას დაწყებითი კლასის პედაგოგი მაია ლომთაძე ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ცნობილ პოეტთა ლექსები წაიკითხეს.
„მადლობა მაია მასწავლებელს და მოსწავლეებს, დედა ენისადმი ასეთი სიყვარულის გამოხატვისათვის“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები