ილიაწმინდას სკოლის მოსწავლეები პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობდნენ
30-04-2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ილიაწმინდას საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ნახევარფინალურ   ტურში მონაწილეობდნენ.

ნახევარფინალურ ტური სასტუმრო „ბილთმორში“ გაიმართა.

საგანმანათლებლო პროექტს - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა.

2014/2015 - 2016/2017 სასწავლო წლებში გამართულმა პროექტმა საზოგადოებაში დიდი დაინტერესება გამოიწვია. თავდაპირველად, პროექტში მონაწილეობას მხოლოდ თბილისის სკოლები იღებდნენ, რასაც 2016/2017 წლებში რუსთავის, მცხეთის, გორის, კასპის და დუშეთის სკოლები დაემატა, ხოლო 2017/2018 სასწავლო წელს პროექტმა საქართველოს ყველა რეგიონის სკოლები მოიცვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203