პირველი მაისის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
30-04-2019

ქედის მუნიციპალიტეტის, პირველი მაისის საჯარო სკოლაში, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ლოზუნგი იყო - „დედამიწა დაიღალა“.

აქციაზე მე-11 კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვის თემაზე შექმნილი ნახატები და პოსტერები გამოფინეს. გაასუფთავეს სოფლის მიმდებარე ტერიტორია და ადგილობრივ მოსახლეობა გარემოს დაცვისაკენ მოუწოდეს.

ღონისძიებას პედაგოგი მელანო შავლიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203