ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში შემეცნებითი ღონისძიება „პირველი წიგნი მსოფლიოში“ ჩატარდა
30-04-2019

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღეს შემეცნებითი ღონისძიება „პირველი წიგნი მსოფლიოში“ მიეძღვნა. 

ღონისძიებაში მე-11 კლასის მოსწავლები მონაწილეობდნენ (დამრიგებელი: ლია ფუტკარაძე). 

მოსწავლეებმა ისაუბრეს პირველი ნაბეჭდი წიგნის შექმნაზე მსოფლიოსა და საქართველოში, წაიკითხეს ბრძნული გამონათქვამები. ასევე, მოსწავლე თედო ხუსკივაძემ წაიკითხა საკუთარი ლექსი „საქართველო“. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კი ვიქტორინა-კონკურსმა, რომელშიც გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203