ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტმა „ვეფხისტყაოსანი და ჩვენ“ კონკურსში გაიმარჯვა
30-04-2019

ემზარ წილოსანის სახელობის ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეების პროექტმა „ვეფხისტყაოსანი და ჩვენ“ კონკურსში გაიმარჯვა. 

პროექტი თათია კეჭეყმაძემ, ანი ზენაიშვილმა და იოსებ ჩიკაშუამ განახორციელეს. 

„მოსწავლეების ნამუშევარი ძალზედ მოეწონათ ქართული ენის მიწვეულ პედაგოგებს. მათ აღნიშნეს,  რომ მსგავსი პრეცენდენტი ლანჩხუთში არ ყოფილა და  ამ პროექტს „ვეფხისტყაოსანის გამოღვიძება“ უწოდეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მისი თქმით, პროექტში გამარჯვებულ სამეულს შორის მოხვდა სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე მარიანა მურვანიძეც, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა და 100 ლარიანი ვაუჩერითა და მედლით დაჯილდოვდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203