გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი „ტკბილეული“ განახორციელეს
30-04-2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გელათის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ბევრ საინტერესო პროექტზე მუშაობენ.

პროექტებზე მუშაობას ისინი დაწყებით საფეხურზევე იწყებენ.

სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა, მათ შორის „ტკბილეული“ (პროექტის ხელმძღვანელი: ეკატერინე ჩხიკვაძე), რომლის ფარგლებშიც IV კლასის მოსწავლეები გაეცნენ ტკბილეულის დამზადების ტექნოლოგიას, გაარკვიეს, რა  პროდუქტებისგან მზადდება იგი და რომელი პროდუქტის ჭარბი მოხმარებაა  ორგანიზმისთვის საშიში.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები საკონდიტრო ,,გურმანს’’ და სტომატოლოგს, სოფო ხეცურიანს ესტუმრნენ. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203