
რუსთავის N17 საჯარო სკოლაში, VIIIა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: ირმა იოსელიანი) სასკოლო პროქტ „კლასის ერთი დღის“ ფარგლებში ღონისძიება გამართეს.
„ღონისძიების მონაწილეებმა დაამზადეს სპეციალური ბანერები, რომლებიც ცნობილი მწერლების ნააზრევებს გვიზიარებდნენ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ასევე, მოსწავლეები არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ თანამედროვე პოეტს - ლაშა მარგიანს, რომელსაც სიურპრიზად მისივე ლექსების ხელნაკეთი კრებული დაახვედრეს.
იხილეთ ფოტოები