თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში „დედამიწის დღე“ აღინიშნა
25-04-2019

ქალაქ თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში „დედამიწის დღე“ აღინიშნა.

სკოლის ინფორმაციით, მოეწყო მოსწავლეთა თემატური ნამუშევრების გამოფენა. V-VII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია დედამიწის დღის დაარსების, მასში მონაწილე ქვეყნებისა და მსოფლიოში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. ისაუბრეს ენერგიის ალტერნატიული წყაროების თაობაზე. მსმენელებს მოუწოდეს გარემოს დაცვისაკენ და ურჩიეს სწორად გამოიყენონ ბუნებრივი რესურსები, რაც თავიდან აარიდებს დედამიწას ეკოლოგიურ კატასტროფას.

X-XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სლაიდ შოუ მზის სისტემის პლანეტების, ვიდეორგოლი დედამიწის წარმოქმნისა და მასზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ, რამაც დიდი აღტაცება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.

 

მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ტერიტორია და დარგეს მწვანე ნარგავები.

იხილეთ ფოტოები: 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203