
გორის მუნიციპალიტეტის, კარალეთის N1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის ინიციატივით თემაზე - „9 აპრილი ჩვენი ტკივილი“ მომზადებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა ნამუშევრების - პლაკატების გამოფენა ჩატარდა. შემდეგ ვიდეორგოლების ჩვენება მოეწყო და თემაზე - „ჩვენი დამოკიდებულება და შეფასება ამ დიდი ტრაგედიისა“ პრეზენტაციები გაიმართა.
„დიდი მადლობა პროექტის ინიციატორს მაია მიხანაშვილს და სკოლის ადმინისტრაციას ამ მნიშვნელოვანი თარიღის გახსენებისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები