
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სილაურის საჯარო სკოლაში აპრილის თვის ღონისძიებები პირველი აპრილიდან დაიწყო.
9 აპრილთან დაკავშირებით მათ წარმოადგინეს საგამოფენო სტენდი, მოეწყო ფილმის ჩვენება, ბავშვებმა წერილობით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება გმირების მიმართ.
12 აპრილს მერვე კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა მეგრელიშვილი აღნიშნეს მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილე. მათ წარმოადგინეს პოეტის ბიოგრაფია და პოეზია. ღონისძიება გაამრავალფეროვნეს ხალხური სიმღერებით.
რაც შეეხება 14 აპრილს, ღონისძიებაში „ო, ენავ ჩემო“ ჩართული იყვნენ I-IX კლასის მოსწავლეები. მათ წარმოადგინეს დედა ენის შესახებ შექმნილი ლექსები, სიმღერები და ნახატები. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყვნენ მეოთხე კლასელები.
სკოლაში მაისის თვის ღონისძიებები უკვე დაიგეგმა.
იხილეთ ფოტოები