
ბოლნისის კერძო სკოლაში „დავითიანი - მარინა გორშკოვა“ ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ღონისძიება „ჩავეხუტოთ დედამიწას!“
სკოლის ინფორმაციით, მეხუთე -მეთერთმეტე კლასებს სკოლის
თვითმმართველობამ ჩაატარა კონფერენცია თემაზე „დედამიწის წარმოქმნა - მეექვსე ანთროპოგენული
გადაშენების საფრთხე“, გაიმართა ფილმის ჩვენება.
მეორე დღეს მოსწავლეებმა წარმოადგინეს დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ნამუშევრები, ნახატები, შეავსეს კროსვორდები. დღის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
იხილეთ ფოტოები: