
ქედის მუნიციპალიტეტში დასრულდა სკოლებს შორის შეჯიბრი ჭადრაკში და ქუჩის კალათბურთში.
შეჯიბრში წარმატებით მონაწილეობდნენ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში პირველი ადგილი მოიპოვა მე-12 კლასის მოსწავლე თამუნა სალაძემ, მე-11 კლასის მოსწავლე ნინო მახარაძემ და მე-10 კლასის მოსწავლე დიანა სალაძემ (ჭადრაკი: ნესტან მახაჭაძე).
რაც შეეხება ქუჩის კალათბურთს, რაიონულ შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვა პირველი მაისის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა ( ქუჩის კალათბურთი: სპორტის პედაგოგი ლევან სამნიძე).
იხილეთ ფოტოები