
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის გურიანთის საჯარო სკოლაში ღონისძიება „უფლის რჩეული, ენა რჩეული“ გაიმართა.
ღონისძიება დედა ენის დღეს მიეძღვნა და მასში VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებს კლასის დამრიგებელი ნინო ურუშაძე ხელმძღვანელობდა.