ირგანჩაის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის - „ჩემი საყვარელი სივრცე“ ფარგლებში პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
25-04-2019

დმანისის მუნიციპალიტეტის, ირგანჩაის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ პროექტის - „ჩემი საყვარელი სივრცე“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიიწვიეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს დაათვალიერებინეს ეროვნული ბიბლიოთეკა, მისი საცავი და დაარსების ისტორია გააცნეს.

ბიბლიოთეკაში სტუმრობის შემდეგ მოსწავლეებმა დედაქალაქი დაათვალიერეს. ვიზიტი და პროექტი სამოქალაქო განათლების პროგრამამ - „მომავლის თაობა“ დააფინანსა.

პროგრამას ახორციელებს „პროექტი ჰარმონია“ -PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

„ექსკურსიით და ბიბლიოთეკაში სტუმრობით მოსწავლეები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203