
ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტი „გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე“ განახორციელეს.
პროექტის შესახებ თავად მოსწავლეები ჰყვებიან. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ისტორიულ სამხრეთ საქართველოში ვირტუალური მოგზაურობის შემდეგ პროექტის მონაწილეებმა კეთილი და გულისხმიერი ადამიანების დახმარებით ოცნება ავიხდინეთ და ულამაზესი სამი დღე გავატარეთ თურქეთის საქართველოში. ჩვენ მეორე საქართველო ვნახეთ... ლოცვა-ვედრებად ცად აწვდილი ციხე-ტაძრები... ჩვენი უდიდესი წმინდანი, გრიგოლ ხანძთელი, ისევ ლოცულობს , ,,ცად აღავლენს ხმათა ხავერდებს და საქართველოს დღეგრძელობას გამჩენს ანატრებს“... დაუვიწყარმა სამმა დღემ ნათლად გვიჩვენა, რომ ტკივილამდე საყვარელია რაც იყო და რაც არის, რაც არასდროს დაგვავიწყდება... ტაო-კლარჯეთის ცაზე ალბათ ისევ ელვარებს ჩვენი გრძნობების ფეიერვერკი... მადლობა ჩვენს ნიჭიერ და პოზიტიურ ტუროპერატორ ნიკა ცხომელიძეს და ჩვენს პროფესიონალ მძღოლებს“.
იხილეთ ფოტოები