მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის ისტორიის წრის წევრებმა თემაზე - ,,ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია“ შეხვედრა გამართეს
25-04-2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის ისტორიის წრის წევრებმა მორიგი შეხვედრა მოაწყვეს.

შეხვედრის თემა იყო მე-12 საუკუნის უკვდავი პოემის - „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმი - ,,ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია“.

„მოსწავლეებმა თამარ მეფის ეპოქა მიმოიხილეს და აღნიშნეს, რომ ქალი შეიძლება იყოს ძლიერი და სახელმწიფოს მმართველი. გენდერულ თანასწორობაზე ისაუბრეს, წინ წამოსწიეს მატრიარქატის შესაძლებლობები და დაგმეს სტერეოტიპები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203