აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის გუნდმა მინი ფეხბურთის ტურნირში გაიმარჯვა
25-04-2019

სენაკის სპორტის სასახლეში ჩატარდა ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის რეგიონალური შეჯიბრი მინი ფეხბურთში. შეჯიბრში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული 11 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. 

გამარჯვება წილად ხვდა ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის გუნდს.

ისინი დამსახურებულად გახდნენ ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ში აფხაზეთის  რეგიონის გამარჯვებულები მინი ფეხბურთში. მათ ოთხივე შეხვედრა მოიგეს. 

თამაშების დამთავრების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. გუნდს გადაეცა სიგელი და სპორტული ფორმები.

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექცია აღსაზრდელებს გამარჯვებას ულოცავს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203