ლეწურწუმეს საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში „ჩემი სოფლის ისტორიის ფურცლები“ მონაწილეობდნენ
25-04-2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს საჯარო სკოლის IV-V კლასის მოსწავლეები  პროექტში „ჩემი სოფლის ისტორიის ფურცლები“ მონაწილეობდნენ. 

პროექტი 3 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. 

„მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია 1876 წლის გლეხთა აჯანყებაზე, რომლის ეპიცენტრი იყო ლეწურწუმე. დემურ დამენიას დახმარებით რესტავრაცია გაუკეთდა მემორიალს. მოსწავლეებმა დაასუფთავეს და განაახლეს მემორიალის მიდებარე ტერიტორია. 23 აპრილს, ჩვენი აგვისტოს გმირის, კობა წურწუმიას დაბადების დღეს გავიდნენ საფლავზე და პატივი მიაგეს მის ნათელ ხსოვნას. მღვდელმა მიქაელმა გადაიხადა პანაშვიდი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი, მოაწყვეს საინფორმაციო კუთხე და მოწვეულ სტუმრებს ჩააბარეს ანგარიში გაწეულ მუშაობაზე.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203