ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლისა და სოფლის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს
25-04-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის ხეოთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგნის პედაგოგებმა, მოსწავლეებს გააცნეს დედამიწასთან დაკავშირებით აქტუალური და პრობლემური საკითხები.

„ღონისძიების ფარგლებში, ქალბატონ ლალი მოთიაშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლისა და სოფლის მიმდებარე ტერიტორია და ქალბატონ შორენა ზაზაძის ხელმძღვანელობით, დაამზადეს საჩვენებელი პლაკატი...

 სოფლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება ტრადიციად არის ქცეული და მომავალშიც გაგრძელდება! 

მადლობა თითოეულ მასწავლებელს და მოსწავლეს ამ ''ტრადიციაში'' აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისთვის“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203