ოფრეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღის კვირეული მიმდინარეობს
25-04-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფრეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღის კვირეული მიმდინარეობს.

დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში მონაწილეობას იღებენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობები ჩაატარეს: დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და დაარიგეს სკოლაში და თემში, დაამზადეს ასევე საინფორმაციო სახის პოსტერები და გამოაკრეს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე; მოაწყვეს დასუფთავების აქცია, დაალაგეს და დაასუფთავეს საკლასო ოთახები და სკოლის მიმდებარე ტერიტორია; მოაწყვეს ფილმის ჩვენება და უყურეს დოკუმენტურ ფილმს სახლი(home). ფილმში მოთხრობილია დედამიწის შესახებ წარმოქმნილ იმ პრობლემებზე, რომლებზეც ნაკლებად ხდება ყურადღების გამახვილება.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ასევე სკოლის ეზოს გამწვანება და ნერგებისა და ყვაილების დარგვა. აქტივობებს ხელმძღვანელობს ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203