
ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლის II(ბ) კლასის მოსწავლეებმა სააღდგომო გამოფენა მოაწყეს.
ექსპოზიცია კლასის დამრიგებლის მარი იშხანიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა.
მოსწავლეებმა გამოფინეს: კოლაჟები შექმნილი ჯეჯილითა და კვერცხებით, ასევე დაამზადეს კალათები, წიწილები და ბაჭიები.
სკოლაში სააღდგომო დღესასწაულის განწყობა პატარებმა უკვე შექმნეს.
იხილეთ ფოტოები