თბილისის N61 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღნიშნეს
25-04-2019

თბილისის N61 საჯარო სკოლის 5ა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელის იზოლდა ბენდელიანის ხელმძღვანელობით, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღნიშნეს.

გამოეხმაურნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივას - 23 აპრილის წიგნების ჩუქების დღედ დაწესების შესახებ.

მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუცვალეს შემეცნებითი ხასიათის წიგნები. 

 „წიგნის ჩუქების დღე“ მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით ხალისიანი აღმოჩნდა, თვალები სიხარულით ჰქონდათ სავსე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203