ბათუმის N 2 სკოლის მოსწავლეები გაცვლითი პროგრამით თურქეთში იმყოფებოდნენ
25-04-2019

ბათუმისN 2 საჯრო სკოლის მოსწავლეები გაცვლითი პროგრამით თურქეთში, ქალაქ ერზინჯანში იმყოფებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოზარდების ჯანსაღ კომუნიკაციას, კულტურის გაცვლას და განსაზღვრავს მომავალი საზოგადოების პოლიტიკას.

„მადლობა პროექტის ხელმძღვანელს ნანა კალანდაძეს და მის კოლეგებს მაია ფაღავას, თეონა ყურშუბაძეს, სკოლის ორგანიზატორს მედეა ცინცაძეს საინტერესო პროგრამების წარდგენისათვის. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოზარდების ჯანსაღ კომუნიკაციას, კულტურის გაცვლას, განსაზღვრავს მომავალი საზოგადოების პოლიტიკას. 21-ე საუკუნის მსოფლიო ვეღარ იქნება დიქტატურის ენა. ის სიყვარულის, მეგობრობის ჯანსაღი ურთიერთობების ენად უნდა ჩამოყალიბდეს და ერთად გადაარჩინონ საერთო სახლი- დედამიწა“-ნათქვამია ბათუმისN 2 საჯრო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზვანილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203