ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ალათუმანის საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გენოციდის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას.
სომხების გენოციდი - ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 1915-1918 წლებში, რომელიც მოყვა სომეხთა აჯანყებებს. გენოციდის დასაწყისად ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აჯანყებისათვის დაესაჯა ეთნიკური სომხები, რომლებიც განუდგნენ მათ სახელმწიფოს და კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა.
იხილეთ ფოტოები