
თბილისის კერძო სკოლა „ცოდნა-ნათელა მურადაშვილის“ მოსწავლეებმა 9 აპრილს გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგეს.
ბავშვებმა პედაგოგთან ერთად პარლამენტის წინ მდებარე
გმირთა მემორიალი
ყვავილებით შეამკეს.
წელს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21
ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.